Monday, May 17, 2010

ივერია გაბრწყინდება



1. მნიშვნელობა/აქტუალობა:საქართველო არის მეორე წილხვდომილი(რჩეული) ადგილი ღვთისმშობლის. ღვთისმშობლის სასწაულმოქმედმა ხატმა ბინა დაიდო ვაზისუბანში, მახათას მთაზე.მოსწავლეებს სურვილი აქვთ გაიცნონ და შეისწავლონ ის წმინდა ადგილი , საიდანაც იწყება ამ ხატის ისტორია.
2. მიზნები და შედეგები: მოსწავლეები სიღრმისეულად გაეცნობიან ათონის მთის სიწმინდეებს. ათონის მთა ქართულად მთა წმინდას ნიშნავს.გაეცნობიან გიორგი მთაწმინდელის მოღვაწეობას; მოიპოვებენ ინფორმაციას ათონის ქართველთა სავანის-ივერონის შესახებ;მოიპოვებენ ინფორმაციას თესალონიკში დაცული ათონის მთის ხელნაწერების ასლების შესახებ, სადაც შესულია ქართული ხელნაწერებიც; მოიპოვებენ ინფორმაციას ივერიის ღვთისმშობლის ხატის შესახებ.
3. შეფასების საგანი და პროცედურები: მოსწავლეები შეფასდებიან წარმოდგენილი პრეზენტაციის მიხედვით, რამდენად სრულყოფილი და ამომწურავია მოპოვებული მასალა.
როგორ არის მასალა ინტეგრირებული ისტ-თან; როგორია კონკრეტული მოსწავლის როლი და აქტიურობა პრეზენტაციის მომზადებაში.
4. რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ: მოსწავლე შეძლებს ისტ-ის გამოყენებას ინფორმაციის მიღების, მოპოვების და გაცვლის მიზნით. შეძლებს ინფორმაციიდან საჭირო ფრაგმენტების ამორჩევას; მოსწავლე შეძლებს მოპოვებულ მასალაზე დაყრდნობით პრობლემების გადაჭრის ეფექტური გზების პოვნას,კითხვების დასმას და მათზე პასუხის ძიებას.
5. რა სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსია საჭირო: მასალა მოპოვებული იქნება ინტერნეტიდან. ინფორმაციის წყარო: ,,ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყანა ,, ავტორი
ჯ. ღვინჯილია. საკითხავნი ყმაწვილთათვის ტ.6; "საქართველოს გეოგრაფია" ვ. ბაგრატიონი.
6.მოსწავლეთა ასაკი: X-XII კლასის მოსწავლეები.

სასწავლო პროექტის მსვლელობა:
აქტივობა1. თემის შერჩევა და შესაბამისი კითხვების ჩამოყალიბება
აქტივობა2. საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება. შეიქმნება 3 ჯგუფი, თითოეულში გაერთიანდება 5 მოსწავლე.
აქტივობა3. პროექტის გეგმის შემუშავება ჯგუფებში. სამივე ჯგუფი დაამუშავებს კონკრეტულ პროექტს.
აქტივობა4. მოხდება ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება. აირჩევა პასუხისმგებელი მოსწავლე.
აქტივობა5. აქტივობების განხორციელება. მოძიებული მასალისგან პროდუქტის მომზადება.
აქტივობა6. პრეზენტაცია. სამივე ჯგუფი წარმოადგენს პრეზენტაციას და განათავსებს ვებ-გვერდზე.
აქტივობა7. პროექტის შემაჯამებელი შეფასება მოხდება მასწავლებლის მიერ შეფასების რუბრიკის მიხედვით. მოსწავლეები შეფასდებიან მათ მიერ წარმოდგენილი მასალის სრულყოფილების, ჯგუფში აქტიურობის, ისტ-თან ინტეგრირების მიხედვით.
პროექტის ბოლოს მოეწყობა ექსკურსია თბილისში მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმიდა
ღვთისმშობლის მამათა მონასტერში. ამ სავანეში წმინდა მამები ყოველდღიურად ავედრებენ უფალს საქართველოს გამთლიანებას.

No comments:

Post a Comment